×
საბურავები
დისკები
ჯალამბარები
ჯალამბარის ნაწილები და აქსესუარები
დამხმარე აქსესუარები
დაკიდება და კომპონენტები (დალიფტვა)
კომპრესორები და საბურავის აქსესუარები
ლედ სანათები
ბამპერები
საბარგულები
შნორკელები
ფრთის გამაგანიერებლები
ბლოკირება და ხიდის ნაწილები
ჰაბები
ძარის აქსესუარები
კემპინგი
დისკის სფეისერი
RAPTOR
U-POL
Quick Fist
კავშირგაბმულობა და ნავიგაცია
მისაბმელის აქსესუარები
საბუქსირე ეკიპირება
ხელსაწყოები
4x4 ავტომობილი
4WD

4WD OFF-ROAD CLUB

სამოყვარულო ოფროუდ შეჯიბრი „4WD GPS CHALLENGE 2024

 

რეგლამენტი

 

  1. ძირითადი დებულებები

ღონისძიება 4WD GPS CHALLENGE 2024 ტარდება როგორც არა ტრადიციული სამოყვარულო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საგზაო მოძრაობის წესების, მოცემული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

    1. ღონისძიების მიზნები:
      ა)  საქართველოში ექსტრემალური ავტოსპორტის პოპულარიზაცია;

ბ)  ექსტრემალურ პირობებში, 4X4 ტიპის ავტომობილების შესაძლებლობების გარკვევა;

გ) ექსტრემალურ  პირობებში ავტომობილის მართვის უნარების სრულყოფა.

დ) ჯიპიეს სანავიგაციო სისტემების და ტოპოგრაფიული რუკების გამოყენების უნარების სრულყოფა

    1.  შეჯიბრის ოფიციალური ვებ გვერდია https://www.4wd.ge/menu/4wdoffroadclub
       
  1. შეჯიბრის ორგანიზატორები და ოფიციალური მხარდამჭერები:
    1. 4WD OFF-ROAD CLUB, 4WD, ნიკორა

 

 

  1. ჩატარების ადგილი და ვადები
    1. 4WD GPS CHALLENGE 2024 ჩატარდება 2024 წლის 10-11 თებერვალი
    2. შეჯიბრის ზონების ზუსტი ადგილი გამოცხადდება 10 თებერვალს ონლაინ სტარტზე

 

 

  1. ღონისძიების განრიგი
    1. ღონისძიება გაიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით:
       

10 თებერვალი 15:00 – 4WD-ყველა ინტერნეტ რესურსებზე ერთდროულად დაიპოსტება სასტარტო დავალება რაც მონაწილეებს გადაანაწილებს სტარტისთვის ხელსაყრელ პოზიციებზე ქალაქ თბილისის შემოგარენში, სადაც მიიღებენ შემდეგ დავალებას რისი საშუალებითაც მოიპოვებენ კოორდინატების ფაილს
10 თებერვალი 16:00 – იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ სასტარტო დავალების ამოხსნას შანსი ეძლევათ შეუერთდნენ შეჯიბრს ერთი საათის ჩამორჩენით ნაკლებად ხელსაყრელი პოზიციებიდან. 24 საათიან შეჯიბრებაში 1 საათიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს, შესაბამისად „ამოქაჩვის“ შანსი ყველას ექნება.

11 თებერვალი 15:00 - მონაწილეთა ფინიშზე გამოცხადების და ტალონების ჩაბარების დასაწყისი

11 თებერვალი 17:00 - მონაწილეთა ფინიშზე გამოცხადების და ტალონების ჩაბარების დასასრული (17:00 ის შემდეგ ფინიშზე გამოცხადებული მონაწილეები ვერ შეძლებენ ტალონების ჩაბარებას, მათი შედეგი იქნება არ ჩათვლილი)

11 თებერვალი 18:00 - გამარჯვებული საპრიზოზე გასული ეკიპაჟების დაჯილდოება(პრიზების გადაცემა მოხდება ადგილზე)

 

  1. მონაწილეობა
    1. შეჯიბრებაზე რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, მონაწილეობა არის თავისუფალი და დასტარტვა შეუძლია ყველას.
    2. ეკიპაჟის ყოველი წევრი იღებს ვალდებულებას, დაემორჩილოს ამ რეგლამენტის, შეჯიბრის ორგანიზატორთა, საქართველოში მოქმედი საგზაო მოძრაობის წესების და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას მოახდინოს მონაწილის დისკვალიფიკაცია თუ გამოვლინდება დარღვევა.
    3. შეჯიბრში მონაწილეობია არის უფასო

 

 

                                                                          6.          ჩათვლის ჯგუფები და საშეჯიბრო ზონები

    1. შეჯიბრზე იქნება მხოლოდ ერთი ჩათვლითი ჯგუფი(აბსოლუტი) რომელშიც გაერთიანდებიან, როგორც სტანდარტული 4x4 ავტომობილები ასევე მომზადებული და პრო მოდიფიცირებული ავტომობილები(არ იარსებებს არანაირი შეზღუდვა)
    2. აკრძალულია 4 წამყვან ბორბალზე მეტის ან ნაკლების მქონე ტრანსპორტით მონაწილეობა.
    3. აკრძალულია კვადროციკლით და მოტოციკლით მონაწილეობა.
    4. შეჯიბრი სპეციალურად გაითვალა და დაიგეგმა ისეთ რელიეფზე რომელზეც მარტივად შეძლებს ნებისმიერი  სრულფასოვანი 4x4 ზე ავტომობილი გადაადგილებას. შესაძლოა თოვლის და წვიმის პირობებში შედარებით გართულდეს გადაადგილება, თუმცა გზის სირთულის გაანალიზება და საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა მონაწილის პასუხისმგებლობაა, ადგილზე უნდა იმოქმედოთ საკუთარი შეხედულებით.
    5. დაზიანებული ან გაჭედილი მონაწილე ავტომობილის  ევაკუაციაზე პასუხისმგაბლობას საკუთარ თავზე იღებს მონაწილე, ორგანიზატორი არ არის ვალდებული მოახდინოს ტექნიკის ევაკუაცია.
    6. ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი მონაწილე ავტომობილების ტექნიკურ დაზიანებაზე

 

 

  1. წერტილის აღების წესი და მსაჯობა

 

    1. კლასიკური GPS  ორიენტირებისაგან განსხვავებით ერთ წერტილის აღებას შეძლებს მხოლოდ ერთი მონაწილე, რომელიც ყველაზე პირველი მივა კონკრეტულ წერტილთან
    2. მონაწილემ უნდა მოახდინოს წერტილზე განთავსებული ტალონის ფიზიკური მოპოვება, რომელიც ზონარის საშუალებით იქნება ჩამოკიდებული ხეზე ან მიმაგრებული იქნება სხვა უძრავ მყარ ობიექტზე.
    3. უკვე აღებულ წერტილზე მისული სხვა მონაწილე ვერ მოიპოვებს კონკრეტულ წერტილს, მონაწილემ თუ დაინახა მხოლოდ ზედა ტალონი(პირველი ნაწილი) ეს იმის მანიშნებელია, რომ წერტილი უკვე მოპოვებული აქვს სხვა მონაწილეს, შესაბამისად ხელი არ უნდა ახლოს დარჩენილ ნაწილს.
    4. ყურადღება წესებში იძულებითი განახლება ????
      წინა დღეებში ძლიერი წვიმა/თოვლის და ქარის გამო, უკვე განთავსებული წერტილების აბსოლუტური უმრავლესობა არის დაზიანებული, წერტილებს ქონდა ზედაპირის ლამინაცია რომ მცირედ თოვლს და ნალექს არ დაეზიანებინა, თუმცა ასეთ ძლიერ წვიმას და ქარს არ ველოდით, წვიმამ დაამძიმა და ძლიერმა ქარმა პერფორაციის (მოსახევი ნახვრეტები) ადგილებიდან მოგლიჯა და მხოლოდ ზედა ნაწილები, ის რომელიც ლენტით არის ჩამოკიდებული და ისედაც უნდა დარჩენილიყო ადგილზე, მხოლოდ ეგენია შერჩენილი.
      მოვიარეთ ნაწილი წერტილები გუშინ საღამოს და ძირითადად დღეს და სადაც ვნახეთ ყველგან იგივე სიტუაციაა, ვცადეთ შეცვლა ახლებით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საშეჯიბრო წერტილების რაოდენობა და ტერიტორია არის ძალიან მოცულობითი, ფიზიკურად ვერ ხერხდება მცირე დროში ყველას ჩანაცვლება(ვერც სტამბა გვისწრებს ბეჭვდით სამუშაოებს).
      ამიტომ იძულებული ვართ შევიტანოთ წესებში ცვლილება, რაც გულისხმობს შემდგეს:
      წერტილის აღების წესი:
      მონაწილეებს აღარ ევალებათ წერტილზე განთავსებული ბანერიდან ქვედა ნაწილების მოხევა და მოტანა, მონაწილემ უნდა მოაძროს მხოლოდ ზედა ნაწილი(ის რომელიც წინა წესებით ადგილზე უნდა დაეტოვებინა) ამ ნაწილებზე, ისევე როგორც ქვედა ნაწილებზე არის დატანილი წერტილის ნომერი, შესაბამისად ვინ რომელი წერტილი მოიპოვა ისევ ჩვეულებრივად მოხდება აღრიცხვა ფინიშზე.
      მონაწილე ვალდებულია ლენტიდან ჩამოახიოს ბანერის ზედა ნაწილი, ისე რომ ლენტი დარჩეს ადგილზე(ხეზე). და ფინიშზე წარმოადგინოს მხოლოდ ზედა ნაწილი(ყურადღებით გაეცანით ფოტოზე მოცემულ სქემას)
      ძირს ჩამოყრილი ან ზოგიერთ წერტილზე შერჩენილი ქვედა ორი ნაწილი უკვე არაფერში არ ჩაითვლება.
      რაც შეეხება საჩუქრებს, რომელიც შუა ნაწილებზე იყო დატანილი,
      10 ცალი საჩუქარი 4WD საგან
      10 ცალი საჩუქარი ნიკორასაგან
      ფინიშზე იქნება გამოკრული ცხრილი, თუ რომელი ნომერი წერტილი რომელ საჩუქარს შეიცავს და როდესაც მოხვალთ ფინიშზე ადგილზე გადაამოწმებთ თქვენს მიერ მოპოვებული წერტილების ნომრები არის თუ არა მომგებიანი და თუ თქვენ ასეთი წერტილები გაქვთ ადგილზე მოხდება მათი განაღდება, შესაბამისი მომგებიანი ბარათის წარმოდგენისას.
      რაც შეეხება იმ ნაწილებს, რომლებიც ქარმა დააზიანა და ყველა წერტილთან იქნება ძირს მიმობნეული, აუცილებლად აკრიფეთ და წამოიღეთ, რომ არ დავტოვოთ ტყეში, თან უმრავლესობას აქვს 4WD-ს 10-15 და 20 % ფასდაკლების ვაუჩერები, ვინც ამ ვაუჩერებს იპოვით სამომავლოდ გამოიყენებთ ფასდაკლების მისაღებად(ზედ მითითებული პერიოდის განმავლობაში)
      იმედი გვაქვს, რომ ყველანი გაგებით მოეკიდებით შექმნილ სიტუაციას, გაიაზრებთ პრობლემის არსს და გადაეწყობით ახალ წესებზე.

 
   

 

 

 

    1. წერტილების მოპოვების თანმიმდევრობა განსაზღვრული არ არის, მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი ტრაექტორიით გადაადგილდეს, ისე როგორც ამას თვითონ ჩათვლის ყველაზე ოპტიმალურ ტრაექტორიად.
    2. თუ რომელიმე წერტილზე ერთდროულად მივა ორი ან მეტი მონაწილე წერტილის მოპოვებას შეძლებს ის მონაწილე, რომელიც პირველი შეახებს ხელს წერტილის ტალონს.
    3. აკრძალულია წერტილის ძალისმიერი მეთოდით მოპოვება, გატაცება, წაგლეჯვა და სხვა მსგავსი მოქმედებები, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე ეკიპაჟს მიეცემა დისკვალიფიკაცია.
    4. აკრძალულია რამდენიმე ავტომობილით ან/და მოტოციკლით ერთი მონაწილის ინტერესების სასარგებლოდ წერტილების შეგროვება და შემდეგ ამ წერტილების ერთი მონაწილისთვის გადაცემა. ამისათვის ყველა მონაწილემ თავისი ნავიგატორის საშუალებით, უნდა მოახდინოს სტარტის მომენტიდან ფინიშამდე ჯიპიესის საშუალებით ტრეკის ჩაწერა, ფინიშზე ტალონებთან ერთად აუცილებლად უნდა ჩააბაროთ უწყვეტ რეჟიმში ჩაწერილი ტრეკი სადაც ასახული იქნება თქვენი გადაადგილების ტრაექტორიები, ორგანიზატორები გადაამოწმებენ რამდენად დაემთხვევა თქვენი ნასიარულები ტრეკი, თქვენს მიერ ჩაბარებული წერტილების მდებარეობას.
    5. ბ) თვითოეული  მოპოვებული წერტილისთვის ეკიპაჟს ეძლევა ერთი ქულა.
      გ) მონაწილის ჯამური ქულა ტოლია მის მიერ მოპოვებული ყველა წერტილის ჯამს გამოკლებული საჯარიმო ქულები. დაჯამებისას დაითვლება მონაწილის მიერ ჩაბარებული ტალონების ჯამური რაოდენობა) იმ შეთხვევაში, თუ ორ ან მეტ მონაწილეს ექნება მოპოვებული ტალონების იდენტური რაოდენობა უპირატესობა მიენიჭება იმას ვინც უფრო ადრე მივიდა ფინიშზე. დაფინიშება აღირიცხება წუთის სიზუსტით. თუ ეს პარამეტრიც იდენტური იქნება, გამარჯვებული გამოვლინდება წილისყრით.
    6. დაფინიშების წესები
      ფინიშზე მოეწყობა სპეციალური სადგომი ერთი შესასვლელით.

დაფინიშებისას:

ა) მონაწილე ეკიპაჟი ვალდებულია შეაჩეროს ავტომობილი სპეციალური სადგომის შესასვლელთან იმ დროით, რა დროც დაჭირდება შტურმანის მიერ უსაფრთხოების ღვედის მოხსნას და ავტომობილიდან გადმოსვლას;

ბ) შტურმანის ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე, მძღოლი აგრძელებს მოძრაობას და აჩერებს ავტომობილს მსაჯის მიერ მითითებულ თავისუფალ ადგილზე;

გ) მანქანიდან გადმოსული შტურმანი მიემართება სპეციალური სადგომის შესასვლელთან მდებარე მსაჯისკენ, და აფიქსირებს ეკიპაჟის გამოცხადებას ფინიშზე;

დ) მსაჯი აფიქსირებს ეკიპაჟის ფინიშის დროს, ფინიშის დრო ფიქსირება წუთის სიზუსტით;

ე) ეკიპაჟის საფინიშო დროდ ჩაითვლება მსაჯის მიერ დაფიქსირებული დრო, ეს დრო ჩაიწერება სპეციალურ საკონტროლო ფურცელზე;

   ზ) ეკიპაჟი ვალდებულია შეჯიბრის მიმდინარეობისას იმოძრაოს შეკრული ღვედით  და გამოცხადდეს შეკრული ღვედით ფინიშზე
   თ) ეკიპაჟი ვალდებულია არ შეუშალოს ხელი სხვა მონაწილის დროულ 

               დაფინიშებას რაიმე ქმედებით;    

    1. დასახლებულ პუნქტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის გადაჭარბება, ასევე მოძრაობის უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევა ისჯება დისკვალიფიკაციით.
    2. მონაწილეთა დახმარება და ევაკუაცია
      დასაშვებია სხვა მონაწილეების დახმარებათუ მათ ჯერ დაფინიშებული არა აქვთ;
      დაუშვებელია მაყურებლების ან სხვა პირების დახმარება, როგორც ავტომობილის გადაადგილების ხელშეწყობაში, ასევე წერტილების მოძებნის მიზნით;
      დასაშვებია ევაკუაცია სხვა მონაწილეების დახმარებით;


 

  1. უსაფრთხოების მოთხოვნები

 

    1. ღონისძიების განმავლობაში, მონაწილე ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამავე ეკიპაჟის წევრებს.
    2. ორგანიზატორები პასუხს არ აგებენ, შეჯიბრის მიმდინარეობისას მომხდარ ინცინდენტებზე.
    3. მძღოლმა რაიმე ქმედებით არ უნდა ჩააყენოს საფრთხეში  თავისი ან/და სხვა ადამიანის სიცოცხლე.
    4. მძღოლი ვალდებულია გააცნოს შტურმანს უსაფრთხოების ზომები, როგორც მარშუტზე მოძრაობის, ასევე სპეც მოწყობილობების გამოყენების (ჯალამბარი, ჰაი–ჯეკი და სხვ.) და მიიღოს ამ მოწყობილობებით სარგებლობისას ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა.
    5. აკრძალულია შეჯიბრზე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ მანქანის მართვა.
    6. მსაჯების და ორგანიზატორების მოთხოვნები, მონაწილეების მიერ  სრულდება უყოყმანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაწილე ისჯება დისკვალიფიკაციით.
       
  1. გარემოს დაცვის შესახებ მოთხოვნები
    1. შეჯიბრის დროს ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები
    2. აკრძალულია ხეების მოჭრა ან მოტეხვა.

 

    1. აკრძალულია ნავთობპროდუქტების და მათი ნარჩენების დაღვრა (გარდა ავარიული ინციდენტებისა).
    2. აკრძალულია მანქანის შეკეთების შემდეგ რაიმე ნარჩენების დატოვება
    3. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ტარება თან, ან ავტომობილში
    4. აკრძალულია ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ცეცხლის დანთება
    5. აკძალულია მონაწილის გადაადგილება დაცული ტერიტორიების მკაცრი დაცვის ზონებში, ტურისტულ საფეხმავლო ბილიკებზე. აკრძალულია ნადირის განზრახ ან უნებლიეთ დაზიანება/განადგურება.
    6. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

       
  1. რეგლამენტის ცვლილებები და საჩივრები
    1. შეჯიბრის რეგლამენტში რაიმე ცვლილების შესახებ, გამოქვეყნდება შეჯიბრის FB ივენთში და ოფიციალურ გვერდზე
    2. შედეგები გასაჩივრებას არ ექვემდებარება
       
  2. დაჯილდოვება
    1. პირველიდან მესამე ადგილის ჩათვლით მონაწილეები დაჯილდოვდებიან ფინიშის ადგილზე, მას შემდეგ რაც წერტილებზე მოპოვებული ტალონების ჩაბარების დრო ამოიწურება და ყველა მონაწილის შედეგი იქნება დათვლილი.
    2. მატერიალურ პრიზებს უზრუნველყოფენ სპონსორები და მხარდამჭერები
    3. შეჯიბრის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება საიტზე https://www.4wd.ge/menu/4wdoffroadclub
       
  3. შეჯიბრის ორგანიზატორები და ოფიციალური პირები
    1. ორგანიზატორები: გიორგი ჩოქური, ვიტო სვიმონიშვილი, დავით ქოროღლიშვილი, ვახტანგ ჯავრიშვილი
    2. მთავარი მსაჯი: ავთო ჩიტაშვილი
    3. დამატებით დეტალებზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 555481864
    4. შეჯიბრის ელ.ფოსტა: geooffroader@gmail.com